ბაიდენი დემოკრატებს კამალა ჰარისის კანდიდატურას სთავაზობს

ბაიდენი კამალა

ჯო ბაიდენი დემოკრატებს საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას სთავაზობს. ბაიდენი კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებს და წერს:

"ჩემი პირველი გადაწყვეტილება, როგორც პარტიის კანდიდატის 2020 წელს, იყო ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა. და ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მივიღე. დღეს მსურს ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვთქვა, რომ კამალა იყოს ჩვენი პარტიის კანდიდატი წელს. დემოკრატებო - დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს" წერს  - ბაიდენი.

შეგახსენებთ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დღეს საპრეზიდენტო კანდიდატურა მოხსნა და საარჩევნო კამპანია დაასრულა.