ბაიდენი ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტზე - ჩვენ არ მოვითმენთ არანაირ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის რომელიმე თემზე

ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ახალ ორლეანში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.

მანამდე სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით შევარდა ხალხში. ახალი ორლეანის მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებული 30 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში და, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) განაცხადეს, რომ ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს იძიებენ, როგორც ტერორისტულ აქტს.

„არ არსებობს რაიმე სახის ძალადობის გამართლება და ჩვენ არ მოვითმენთ არანაირ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის რომელიმე თემზე“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.