ახალი თაღლითური სქემა, ბანკომატების გამოყენებით
1756844042
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოში გაიმართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიხუნ ბაირამოვისა და შუა დერეფანში მომუშავე აშშ-ის სერტიფიცირებული სავაჭრო მისიის წარმომადგენელთა შეხვედრა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ხაზი გაესვა 8 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობას.
„ამ შეთანხმებას არა მხოლოდ წვლილი შეაქვს რეგიონულ მშვიდობასა და პროგრესში, არამედ გზას უხსნის დიდ პერსპექტივებს აზერბაიჯანისა და აშშ-ის ურთიერთობებში“, – ნათქვამია აზერბაიჯანი საგარეო უწყების განცხადებაში.
მოლაპარაკებების დროს ასევე ხაზგასმული იყო აზერბაიჯანის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია შუა დერეფნის განვითარებისკენ, რაც გამოიხატა შემდეგ პროექტებში – ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზა, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტი და ალათის თავისუფალი ეკონომიკური ზონა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ იქ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირის იღებენ 14-მდე გაიზარდა.
ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ აქტიურ სამუშაოს, რომელსაც აზერბაიჯანი ატარებს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ევროპის მწვანე ენერგიით მომარაგებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პროექტებს, როგორიცაა შავ ზღვის ფსკერზე ენერგეტიკული კაბელის გაყვანა.