ასტროლოგების მტკიცებით, ზოდიაქოს 6 ნიშანი ერთ დღეში შეცვლის თავის ცხოვრებას
1756403332
თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ლათინურ ანბანზე დაფუძნებულ საერთო თურქული ანბანის მიღებაზე შეთანხმდნენ. ორგანიზაციის წევრები არიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და უზბეკეთი.
თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მიერ შექმნილი თურქული სამყაროს საერთო ანბანის კომისიის მესამე სხდომა 2024 წლის 9-11 სექტემბერს ბაქოში გაიმართა.
"მიღწეული იქნა შეთანხმება საერთო თურქული ანბანის წინადადებაზე, რომელიც შედგება 34 ასოსგან. შემოთავაზებული ანბანის თითოეული ასო წარმოადგენს თურქულ ენებში არსებულ სხვადასხვა ფონემებს", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
თურქულმა აკადემიამ ხაზი გაუსვა ამ მოვლენის ისტორიულ მნიშვნელობას.
"საერთო თურქული ანბანის შემუშავება ხელს უწყობს თურქ ხალხებს შორის ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას მათი ენობრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებით", - ნათქვამია განცხადებაში.