Axios: ტრამპმა მასკთან ჩხუბის გამო 1,1 მილიარდი დოლარი დაკარგა

მასკი და ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკთან კონფლიქტის გამო ერთ დღეში 1,1 მილიარდი დოლარი დაკარგა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Trump Media & Technology Group-ის კომპანიის აქციები 8%-ით გაუფასურდა, რაც 202 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. გარდა ამისა, ტრამპის მემკოინის ღირებულება 10%-ით დაეცა და თეთრი სახლის ლიდერის ქონება 900 მილიონი დოლარით შეამცირა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასკმა ტრამპთან კონფლიქტის გამო ერთ დღეში დაახლოებით 34 მილიარდი დოლარი Tesla-ს აქციების გაუფასურების გამო დაკარგა.