AXIOS: ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვა, თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შემდგომი დარტყმებისგან

„ცაჰალი“: ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 75 ობიექტი დაბომბა

 ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვა, თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შემდგომი დარტყმებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ეს თხოვნა პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელი შეაკავა მას შემდეგ, რაც ათი დღის წინ ორმა ქვეყანამ ირანის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია დაიწყო.

აშშ-ის გზავნილები გადაეცა როგორც მაღალ პოლიტიკურ დონეზე, ასევე ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს.

ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა: „აშშ-მა გვთხოვა, წინასწარ შევატყობინოთ ირანის ნავთობის ობიექტებზე ნებისმიერი დაგეგმილი დარტყმის შესახებ“.

ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული თხოვნისას სამი მიზეზი დაასახელა, - იტყობინება საკითხში ჩახედული წყარო:

მსგავსი დარტყმები ზიანს აყენებს ირანელ ხალხს, რომლის დიდი ნაწილიც რეჟიმის წინააღმდეგია.ტრამპის მიზანია ომის შემდეგ ირანის ნავთობის სექტორთან თანამშრომლობა - ვენესუელის მიმართ გამოყენებული მიდგომის მსგავსად.დარტყმებმა შესაძლოა გამოიწვიოს ირანის მასშტაბური საპასუხო თავდასხმები ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.