დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ავსტრალიაში, ქუინსლენდში, რელიგიური ჯგუფის 12 წევრი დააკავეს. მათ მკვლელობას, წამებასა და სიცოცხლისთვის საჭირო პირველად დახმარებაზე უარის თქმას ედავებიან. ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, 8 წლის გოგოს პირველი ტიპის დიაბეტი ჰქონდა, თუმცა, მისმა ოჯახმა და იმ რელიგიურმა ჯგუფმა, რომლის წევრიც ოჯახი იყო, 6 დღის განმავლობაში, ექიმს არ მიმართეს და ბავშვს არც ინსულინი მისცეს.
სამართალდამცველების თქმით, საეკლესიო ჯგუფის წევრებს სჯეროდათ, რომ ბავშვი „ღვთის მიერ განიკურნებოდა“.