დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ავღანეთში 2022 წელს ოპიუმის კულტივაცია 32 პროცენტით გაიზარდა - აცხადებს გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის სააგენტო. კულტივაციის ზრდა განხორციელდა მიუხედავად თალიბანის მიერ შემოღებული აკრძალვისა ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ.
სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, გაზრდილია ოპიუმის ფასებიც, მას მერე, რაც თალიბანმა მისი კულტივაცია აპრილში აკრძალა. 2022 წელს ყაყაჩოს "ყველაზე დიდი მოგება მოჰქონდა წლების განმავლობაში" - აცხადებს გაეროს სააგენტო. ფერმერების მოგება სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა - 2021 წელს ის უტოლდებოდა 425 მილიონ დოლარს, 2022 წელს - 1.4 მილიარდ დოლარს.
გაეროს ანგარიშის თანახმად, წლევანდელ მოსავალს აკრძალვა დიდწილად არ შეხებია. გაურკვეველია როგორ დანერგავს თალიბანი აკრძალვას მომავალ წელს.
ოპიუმი წარმოადგენს მთავარ ინგრედიენტს ნარკოტიკული საშუალების, ჰეროინის წარმოებაში, ისევე, როგორც ოპიოიდების ჯგუფის მედიკამენტების, რომლებსაც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი იყენებს ტკივილის საწინააღმდეგოდ.
ავღანეთი შავი ბაზრის ოპიატების ყველაზე მსხვილი წყაროა მსოფლიოს მასშტაბით.