„საფლავიდან მიტანილი ყვავილები სხვისთვის მძიმე ენერგეტიკის შემქმნელია, ამიტომ შეგიძლია ანთებული სანთლით გაწმინდო“ - ასტროლოგი

ყვავილი

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს. ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სასაფლაოზე მოპარული ყვავილების ფაქტს გამოეხმაურა:

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სამეგრელოში დაკრძალვის შემდეგ როგორ იპარავენ ყვავილებს და დიდი ალბათობით, ასხვისებენ (ყიდიან) თანამოქალაქეებზე.

მეგობრებო, ეს ძალიან ცნობილი ფაქტია და სხვა ქალაქებშიც ხდება.

ზოგადად, ყვავილებს წლებია იშვიათად ვყიდულობ და თუ ვყიდულობ შესაბამისი ადგილებიდან.

საფლავიდან მიტანილი ყვავილები სხვისთვის მძიმე ენერგეტიკის შემქმნელია.

ნუ, საქციელს არ განვიკითხავ და აღარაფერს ვამბობ …

ამიტომ, ერიდეთ!

ყველასგან ნუ იყიდეთ აღნიშნულს!

ხოლო, თუ უცნობები გაჩუქებენ და მიიღებთ, შეგიძლიათ ღეროები დაბანოთ და ვაზაში ცოტაოდენ მარილიან წყალში მოათავსოთ, მცირე ხნით გარეთ ჰაერზე დადოთ ან ანთებული სანთლით და ლოცვით გაწმინდოთ“,- წერს გიორგი ლობჯაჯნიძე.