ავღანეთის ერთ-ერთმა პროვინციამ აკრძალა ცოცხალი არსებების გამოსახულების ჩვენება და შეაჩერა ტელევიზიის მაუწყებლობა

ავღანეთი

ავღანეთის აღმოსავლეთ პაქტიის პროვინციაში აკრძალულია ცოცხალი არსებების გამოსახულების ჩვენება. შესაბამისად, ეროვნულმა ტელევიზიამ შეაჩერა მაუწყებლობა და ამჟამად რადიოსადგურად გადაკეთდა. ამის შესახებ ავღანეთის ჟურნალისტიკის ცენტრმა (AFJC) განაცხადა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფორმაციისა და კულტურის სამინისტრომ, პროვინციის გუბერნატორთან ერთად, აცნობა ტელევიზიის თანამშრომლებს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. ტელევიზია ამჟამად მხოლოდ რადიოსადგურის ფუნქციას ასრულებს.

AFJC-ის თანახმად, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა ასევე თავი უნდა აარიდონ ვიდეო ინტერვიუებს. მათ ურჩევენ, რომ თავიანთი რეპორტაჟები აუდიო ან წერილობითი ფორმატით წარადგინონ. აკრძალვამ ასევე იმოქმედა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბახტარის“ სოციალურ მედიაში არსებობაზე, ასევე ბეჭდურ გამოცემებსა და ადგილობრივ რადიოსადგურებზე, როგორიცაა „ჰავა“, „პათან ღაგი“, „ნანი“, „ზენდეგი“ და „სამაკი ღაგი“. პაქტია გახდა ავღანეთის 34 პროვინციიდან 23-ე, რომელმაც ასეთი შეზღუდვები შემოიღო.