ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია რთულდება, ელექტროსადგური მხოლოდ სარეზერვო გენერატორებზე მუშაობს

 ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია რთულდება.

ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

ცნობილია, რომ უკვე ათი დღეა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მხოლოდ სარეზერვო გენერატორებზე მუშაობს. სამინისტროს ცნობით, მათი მუშაობისთვის საწვავის მიმდინარე მარაგი საკმარისი კიდევ 10 დღე იქნება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო აცხადებს, რომ სიტუაცია რჩება არასტაბილურად, რადგან სარეზერვო სისტემებიდან სრულად გამორთვის შემთხვევაში შესაძლოა, ბირთვული საწვავის დნობის რისკი არსებობდეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საგანგაშო ვითარება იყო.