ათენში ჰაერის ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა - შეიზღუდა ღია ცის ქვეშ მუშაობა

სიცხე

საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40°C-ს აჭარბებს. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყანამ დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღო.

მედიის ცნობით, ცხელი ამინდის გამო, საბერძნეთში შუადღის 2 საათამდე მშენებლებს და კურიერებს ღია ცის ქვეშ მუშაობა აუკრძალეს.

დამსაქმებლებს მოუწოდეს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლება მისცენ, ხოლო საზოგადოებას ურჩიეს, თავი აარიდონ მოგზაურობას და გარეთ ყოფნას ყველაზე ცხელ საათებში. ათენში ჰაერის ტემპერატურამ დღის განმავლობაში 40°C-ს გადააჭარბა.