დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
ირანის პარლამენტი აშშ-თან მოლაპარაკების განახლებას გამორიცხავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ირანის პარლამენტის მიერ გავრცელებულ განაცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ არ უნდა განაახლოს ბირთვულ საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკებები, ვიდრე წინაპირობები არ იქნება დაკმაყოფილებული.
„აშშ მოლაპარაკებებს როდესაც იყენებს როგორც ინსტრუმენტს ირანის მოტყუებისთვის და ისრაელის მოულოდნელი სამხედრო თავდასხმის გასამართლებლად, მოლაპარაკებები ვერ გაგრძელდება ისე, როგორც ადრე. უნდა დაწესდეს წინაპირობები. ახალი მოლაპარაკებები ვერ გაიმართება, ვიდრე ეს წინაპირობები სრულად არ იქნება შესრულებული“, – ნათქვამია ირანის პარლამენტის განცხადებაში.
დოკუმენტში კონკრეტულად არ არის საუბარი, თუ რას მოიცავს წინაპირობები, თუმცა მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ უნდა არსებობდეს გარანტიები, რომ თეირანის წინააღმდეგ თავდასხმები აღარ განხორციელდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ აჩქარებს ირანთან მოლაპარაკებებს, რადგან მისი ბირთვული ობიექტები ამჟამად „განადგურებულია“.