1740372372
აშშ სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ იერიშებს აძლიერებს - მედია

„შეერთებულმა შტატებმა გაზარდა სამხედრო აქტივობა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ“,- ამის შესახებ The Wall Street Journal-ზე წერს.
ამერიკელმა ჯარისკაცებმა დეკემბერში მინიმუმ 10 საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია ჩაატარეს ტერორისტების ლიკვიდაციის ან დაჭერის მიზნით.
ამასთან, გამოცემა განმარტავს, თუ რა იყო გამოყენებული სპეცოპერაციის დროს, კერძოდ, ვერტმფრენები, ასევე, სახმელეთო ტექნიკა.
აშშ-ის არმიის სპეცოპერაციის შედეგად 6 ბოევიკი დააკავეს. გარდა ამისა, WSJ წერს ოქტომბერში დარბევის შესახებ, რის შედეგადაც რეგიონში ISIS-ის ლიდერების ლიკვიდაცია მოხდა.