აშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა ბორტზე მყოფი 3 ადამიანი

კატასტროფა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ Dailymail-ი ავრცელებს.

ავარია ქალაქ ბოკა რატონში, პარასკევს ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე მოხდა. abcnews-ის ცნობით, თვითმფრინავი აფრენიდან 20 წუთში ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის კადრები მედიაში ვრცელდება. როგორც კადრებიდან ჩანს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ცეცხლი ავტომობილებსაც გაუჩნდათ.