დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ დამტკიცებულ $1.7-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტში ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო სტრუქტურებში ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის გამოყენება სრულად აიკრძალა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
შეზღუდვა მოიცავს იმ კომპიუტერებს, სმარტფონებსა და პლანშეტებსაც, რომელთაც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები სამსახურს გარეთაც იყენებენ და უშუალოდ სამსახურშიც.
კანონმდებლების შეფასებით, TikTok-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, რადგან აღნიშნული აპლიკაცია ჩინეთის დაზვერვის მიერ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე სათვალთვალოდ და შპიონაჟისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ჩინური კანონმდებლობა, რომელიც უკლებლივ ყველა ჩინურ კომპანიას, მათ შორის, ByteDance-ს ავალდებულებს - მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტებების გარეშე გადასცეს მომხმარებლის პირადი მონაცემები შესაბამის სამსახურებს. ამ კანონის გვერდის ავლის მექანიზმი კი ჩინურ კომპანიებს არ აქვთ, შესაბამისად, შპიონაჟის საფრთხის აღმოფხვრის გზა აპლიკაციის აკრძალვის გარეშე უბრალოდ არ არსებობს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ TikTok-ის აკრძალვის რეალური მიზანი ამერიკული სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) ხელშეწყობაა, რაც კომპანია Meta-სა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების აქტიური ლობირებითაა განპირობებული.