აშშ-ში პრინცესა დიანას ნივთების უმსხვილესი აუქციონი გაიმართება

აშშ-ში პრინცესა დიანას ნივთების უმსხვილესი აუქციონი გაიმართება

აშშ-ში, Julien's Auctions-ზე პრინცესა დიანას ნივთების კოლექცია გაიყიდება. აუქციონი „პრინცესა დიანას სტილი და სამეფო კოლექცია“ 26 ივნისს გაიმართება.

„ეს პრინცესა დიანას ნივთების უმსხვილესი აუქციონია, იმიტომ რომ მისი საოცარი ცხოვრებიდან 100-ზე მეტი ნივთი გვაქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა Julien's Auctions-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა მარტინ ნოლანმა.

ყველაზე გამორჩეულ ლოტებს შორის არის აბრეშუმის კაბა ყვავილოვანი პრინტით Bellville Sassoon-ისგან, რომელიც პრინცესას არაერთხელ ეცვა საავადმყოფოებში ვიზიტებისას. აუქციონზე ასევე გატანილი იქნება Dior-ის ჩანთა, რომელიც დიანას საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ ბერნადეტ შირაკმა აჩუქა.

აუქციონზე მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციას Muscular Dystrophy UK გადაეცემა.