აშშ-ში პენტაგონის თანამშრომელი უცხო ქვეყნისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

პენტაგონი

ამერიკელმა სამართალდამცველებმა თავდაცვის დეპარტამენტის IT-სპეციალისტი უცხო ქვეყნისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ბრალდებული 28 წლის ნატან ვილას ლაატჩია. ის ვირჯინიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში დააკავეს.

გამოძიების მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ლაატჩი 2019 წლიდან თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომელი იყო. მას საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა ჰქონდა.

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) გამოძიებას 2025 წლის მარტიდან ატარებდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ლაატჩი საიდუმლო ინფორმაცია ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნისთვის უნდა გადაეცა.