უსაფრთხოების წესრიგის ხელახლა განსაზღვრას რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად განიხილავენ, მსოფლიო კი უკიდურესად შეშფოთებული უნდა იყოს - კაია კალასი

კაია კალასი

"უსაფრთხოების წესრიგის ხელახლა განსაზღვრას რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად განიხილავენ, მსოფლიო კი უკიდურესად შეშფოთებული უნდა იყოს," - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა გააკეთა.

კაია კალასმა ჩინეთისა და რუსეთის გაღრმავებული ურთიერთობიდან გამომდინარე პოტენციურ საფრთხეს გაუსვა ხაზი და თქვა, რომ უკრაინასთან საბრძოლველად გამოყენებული ორმაგი დანიშნულების საქონლის 80% მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკიდან მოდის.