აშშ-ში 9 წლის ბიჭმა ტორნადოს დროს მშობლები გადაარჩინა

ტორნადო

9 წლის ბიჭმა ტორნადოს დროს მშობლები გადაარჩინა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

უეინი და ლინდი ბეიკერი ტორნადოს შედეგად მძიმედ დაშავდნენ. ისინი მანქანაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც ძლიერი ტორნადო დაიწყო.

ოჯახი ქარიშხლისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი თავშესაფრისკენ მიდიოდა, თუმცა ვეღარ მიასწრეს. 

ინციდენტის შედეგად მშობლებმა ზურგი, კისერი და ნეკნები მოიტეხეს. უეინმა ასევე მოიტეხა მკლავი და მკერდი და დაკარგა თითის ნაწილი, ლინდიმ კი ყბა და მარჯვენა ხელი მოიტეხა და ფილტვის დისფუნქცია განიცადა.

სანამ მშობლები მანქანაში იყვნენ ჩარჩენილები, მათმა ვაჟმა შეძლო დაეტოვებინა სატვირთო მანქანა და გაიქცა დახმარების მისაღებად. მან გზაზე სიბნელეში იარა და ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლს მიაგნო. შედეგად, მათ ოჯახის დახმარება შეძლეს.

„ის სწრაფად გაიქცა, 10 წუთში გაიარა დიდი მანძილი. საკმაოდ შთამბეჭდავი პატარა ბავშვია“, - განაცხადა ბავშვის ბიძამ.

ბავშვის მშობლები სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ბოლოს, რაც ბიჭმა მშობლებს უთხრა, იყო: „დედა, მამა, გთხოვ, არ მოკვდე", - იხსენებს ბრენსონის ბიძა.