აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი - კირ სტარმერი

კირ სტარმერი

აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

საუდის არაბეთში ვიზიტის დროს სტარმერმა აღნიშნა, რომ გუშინ ღამით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმების შემდეგ „ნამდვილი შვება“ იგრძნობა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა მთავარი მიზანია ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა „რადგან ეს გავლენას ახდენს ენერგომატარებლების ფასებზე.

„თქვენ ამას ყოველდღიურად ხედავთ ბოლო 39 დღის განმავლობაში, ჩვენი საქმეა უზრუნველვყოთ, რომ სრუტე გაიხსნას, რომ შევძლოთ ფასების დასტაბილურება დიდ ბრიტანეთში“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი „ამ ომში არ ჩაერთვება“.