მოერიდეთ სამკაულებს, აუცილებლად შეჭამეთ გარეთ გასვლამდე - როგორ მოვიქცეთ ძლიერი ყინვის დროს
1768932972
აშშ ნატო-ში 200-მდე პოზიციას შეამცირებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საუბარია პერსონალზე, რომელიც დისლოცირებულია ნატო-ს სამეთაურო პუნქტებში.
წყაროს ცნობით, დაგეგმილი შემცირების შესახებ ევროპელი მოკავშირეების ნაწილი უკვე ინფორმირებულია. კონკრეტულად, პოზიციები შემცირდება ნატო-ს ბრიტანულ სადაზვერვო ცენტრსა და ბრიუსელში მდებარე მოკავშირეთა სპეციალური ოპერაციების სამეთაურო პუნქტში. ასევე, თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება პორტუგალიურ ცენტრში, რომელიც ზოგიერთ საზღვაო ოპერაციაზეა პასუხისმგებელი.
შემცირებების მიზეზზე „როიტერთან“ საუბარში წყარო არაფერს ამბობს.
ნატო-ში განაცხადეს, რომ შექმნილი ვითარება არაორდინალური არ არის და ალიანსი ინარჩუნებს მჭიდრო კონტაქტებს აშშ-თან საერთო პოზიციაზე, რაც წარმოადგენს ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების მძლავრი პოტენციალის შენარჩუნებას.