1733169705
აშშ-მა უკრაინას 725 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარება გამოუყო
აშშ-მა უკრაინას 725 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარება გამოუყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და 50-ზე მეტი ქვეყანა გაერთიანებულია, რათა უკრაინას ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რაც მას სჭირდება რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.
ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს სტინგერის რაკეტებს, უპილოტო საჰაერო სისტემებს, საბრძოლო მასალას საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, 155მმ და 105მმ საარტილერიო საბრძოლო მასალას, ჯაველინის ჯავშანტექნიკის სისტემებს და ა.შ.