აშშ-მა რუსული ალმასის იმპორტის ნებართვა კიდევ ერთი წლით გააგრძელა

ალმასი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კიდევ ერთი წლით, 2026 წლის სექტემბრამდე გააგრძელა რუსული წარმომავლობის ალმასის ზოგი სახეობის იმპორტის ნებართვა.

გენერალური ლიცენზია, რომელიც სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს მიერ არის გაცემული, გულისხმობს ისეთი ალმასების იმპორტს ამერიკაში, რომელიც ფიზიკურად რუსეთში არ არის.

ამასთან ერთად, იმპორტირებული ალმასი ერთ კარატს, ან მეტს უნდა იწონიდეს, და ის არ უნდა იყოს ექსპორტირებული ან რეექსპორტირებული რუსეთიდან 2024 წლის 1 მარტიდან. რუსული წარმომავლობის არასამეწარმეო ალმასების იმპორტი აშშ-ში კვლავ აკრძალული რჩება.

ცნობისთვის, აშშ-მა რუსული წარმომავლობის ალმასების იმპორტი 2024 წელს აკრძალა.