აშშ-მა ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ერთი ტანკერი დააკავა

ტანკერი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ერთი ტანკერი დააკავა. სანავთობო ხომალდ Aquila II-ის ბორტზე ამერიკელი სამხედროები ინდოეთის ოკეანეში გადასხდნენ.

პენტაგონის ცნობით, ტანკერი კარიბის ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე კარანტინის წესების დარღვევით ცურავდა, რომელიც სანქციების ქვეშ მოყოლილ გემებზე ვრცელდება. ხომალდს რუსული, ან ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდა.