1770671781
გააკეთეთ დღეს ეს პრაქტიკა, თუ მოულოდნელად თქვენს ცხოვრებაში დაიწყო ქაოსი, უსიამოვნო ამბები... - ეზოთერიკოსის რჩევა
თუ მოულოდნელად თქვენს ცხოვრებაში დაიწყო ქაოსი, გაუგებარი დაძაბულობა, უსიამოვნო ამბები ან ენერგიის დაცემა, ეს დღე შესაფერისია გაწმენდისთვის - წერს სოციალურ ქსელში მინეროლოგი თამუნა იოსელიანი და გამომწერებს 10 თებერვალს მარტივი პრაქტიკის ჩატარებას ურჩევს.
„მარილის წყლის რიტუალი - ნეგატივის განდევნისთვის! აიღეთ ერთი ჭიქა სუფთა წყალი. დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი მარილი, მოურიეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით - ნელა, შეგნებულად, რწმენით.მორევისას წარმოთქვით: "წყლის და მარილის ძალით, რაც ბნელი და მძიმეა ჩემს გზაზე - გაიხსნას. რაც უცხოა და მავნე - განიდევნოს.
ჩემს სივრცეში დარჩეს მხოლოდ სიკეთე, ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდეს ჩემი ბედი,ჩემი ძალა და ჩემი წარმატება. როგორც ვამბობ, ისე იყოს." დადგით ჭიქა საწოლის თავთან მთელი ღამით, წყალი იმუშავებს, შეიწოვს და დაალაგებს უხილავ ნაკადებს.დილით გაიტანეთ გარეთ და გადაასხით მიწაზე ან გამდინარე წყალში, სიტყვებით: „დედამიწას ვაბარებ ყველაფერს, რაც აღარ მჭირდება. თავისუფალი ვარ." ამის შემდეგ დააკვირდით, როგორ მსუბუქდება სივრცე და როგორ იწყებს მოვლენები დალაგებას. “ - წერს იოსელიანი/












