აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა

აშშ ირანი

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვების სამიზნე საფინანსო სექტორი და 19 გემი გახდა.
ვაშინგტონი ირანულ ტანკერებს გადაადგილებას ჰორმუზის სრუტის გარეთაც უზღუდავს.

შტატების ფლოტმა ინდოეთის ოკეანეში ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა, რომელიც ბლოკადის გარღვევას ცდილობდა.

პარალელურად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შტატებმა ირანს შესაძლოა კიდევ ერთი დიდი დარტყმა მიაყენონ.საპასუხოდ, ირანის შეიარაღებული ძალები ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკის წინააღმდეგ "ახალ ფრონტებს" გახსნის.