აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მათ ჰორმუზის სრუტეში ირანული პოზიციები დაბომბეს

ჰორმუზი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანულ პოზიციებზე შეტევა მიიტანა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ირანელებს ფრთოსანი რაკეტები ჰქონდათ განლაგებული, რის გამოც საერთაშორისო ნაოსნობას ხელი ეშლებოდა.

„რამდენიმე საათის წინ ამერიკელმა სამხედროებმა წარმატებით გამოიყენეს რამდენიმე 5000-ფუნტიანი ჭურვი, გაანადგურეს რა ირანული სარაკეტო პოზიციები ჰორმუზის სრუტის ირანული სანაპიროს გასწვრივ. ამ პოზიციაზე განლაგებული ირანული გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები საფრთხეს უქმნიდა სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.