ირანის არმიის მეთაური: ალი ლარიჯანისა და სხვა მოწამეების სიკვდილისთვის შურს ვიძიებთ, შესაფერის დროსა და ადგილას, კრიმინალურ ამერიკასა და სისხლისმსმელ სიონისტურ რეჟიმს გადამწყვეტი პასუხი გაეცემა

ირანის არმიის მეთაური

ირანის პასუხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელობაზე გადამწყვეტი იქნება ,- ამის შესახებ ირანის არმიის მეთაურმა ამირ ჰატამიმ განაცხადა.

„შესაფერის დროსა და ადგილას, კრიმინალურ ამერიკასა და სისხლისმსმელ სიონისტურ რეჟიმს გადამწყვეტი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ჰატამიმ.

მისივე თქმით, ალი ლარიჯანისა და სხვა „მოწამეების“ სიკვდილისთვის შურს იძიებენ.

ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის გარდაცვალება დაადასტურა. ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ ცნობები ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს, მოგვიანებით კი ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაადასტურა.