აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში განაღმვით სამუშაოებს იწყებენ - BBC

ჰორმუზის სრუტე

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დღეს ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის საზღვაო ძალების ორმა მართვადი რაკეტებით აღჭურვილმა გამანადგურებელმა გაიარა. ინფორმაციას bbc ავრცელებს.

მათივე ცნობით, როგორც X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ეს საზღვაო გზის ირანული საზღვაო ნაღმებისგან გაწმინდას უზრუნველყოფს. ცენტრალური სარდლობის განცხადების თანახმადვე, სრუტის განაღმვას ორი გამანადგურებელი - USS Frank E Petersen და USS Michael Murphy შეასრულებს.

ცენტრალური სარდლობის მეთაური, ადმირალი ბრედ კუპერი X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს: "დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი გასასვლელის შექმნის პროცესი და მალე ამ უსაფრთხო გზას საზღვაო ინდუსტრიას გავუზიარებთ, რათა ხელი შევუწყოთ ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს".