აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანულ გემზე განხორციელებული თავდასხმის ვიდეომასალას ავრცელებს

ომი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ დრონების გადამზიდავზე თავდასხმის ვიდეომასალას ავრცელებს.

„ამერიკის ძალები არ ერიდებიან ირანის მთლიანი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჩაძირვის მისიის შესრულებას. დღეს შეტევა განხორციელდა დრონების გადამზიდავ ირანულ გემზე, რომელიც ზომით მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ავიამზიდს ჰგავს, ახლა ის იწვის“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან ერთად, უცნობია, თუ სად მოხდა თავდასხმა ირანულ გემზე.