აშშ-ის ცენტრალური სარდლობა განცხადებას ავრცელებს

აშშ დროშა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში ამერიკულ მხარეს საბრძოლო დანაკარგები არ ჰქონია.

უწყების ცნობით, ამერიკულ ობიექტებზე მიყენებული ზიანი მინიმალურია და მას სამხედრო ოპერაციებზე გავლენა არ მოუხდენია.

CENTCOM-ის განმარტებით, ოპერაციის მიზანია „ირანის რეჟიმის უსაფრთხოების აპარატის დემონტაჟი, იმ ლოკაციებისთვის პრიორიტეტის მინიჭებით, რომლებიც გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ“.

სამიზნეებს შორის მოხვდა: „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მართვისა და კონტროლის ცენტრები; ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები; რაკეტებისა და დრონების გამშვები პუნქტები; სამხედრო აეროდრომები.

„პრეზიდენტმა გასცა ბრძანება გაბედული ქმედებების შესახებ და ჩვენი მამაცი ჯარისკაცები, მეზღვაურები, მფრინავები, საზღვაო ქვეითები, კოსმოსური ძალებისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ამ მოწოდებას პასუხობენ“, - განაცხადა CENTCOM-ის სარდალმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა.