აშშ-ის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსტინი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, ის ჩამოვიდა გზავნილით, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„ახლახან ჩამოვედი კიევში, უკრაინელ ლიდერებთან შესახვედრად.

დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ გადმოგცეთ მნიშვნელოვანი გზავნილი - როგორც ახლა, ისე მომავალში, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, - წერს ლოიდ ოსტინი.