აშშ-ის თავდაცვის მდივანი იმედოვნებს, რომ ჰააგის სამიტამდე ნატოს ქვეყნები სამხედრო ხარჯების 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდებიან

პიტ ჰეგსეტი მარკ რუტე

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა იმედი გამოთქვა, რომ ივნისში გასამართ ნატოს ჰააგის სამიტამდე ალიანსის წევრი ქვეყნები სამხედრო ხარჯების 5% -მდე გაზრდაზე შეთანხმდებიან.

„ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწყებულის საქმე გავაგრძელოთ, რომელიც ალიანსის ყველა ქვეყნის მიერ თავდაცვაზე მშპ-ის 5% გამოყოფას გულისხმობს. ვფიქრობთ, ამაზე შეთანხმებას მივაღწევთ. ეს ჰააგის სამიტამდე უნდა მოხდეს, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება“, - თქვა ჰეგსეტმა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

ნატოს სამიტი ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.