1761078331
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი: სამართალდამცველების წინააღმდეგ მემარცხენეთა რიტორიკის შედეგად პოლიციელებზე ძალადობის ფაქტები ბოლო 9 თვეში 1000%-ით არის გაზრდილი

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი აცხადებს, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ მემარცხენეთა რიტორიკის შედეგად პოლიციელებზე ძალადობის ფაქტები ბოლო 9 თვეში 1000 პროცენტით არის გაზრდილი.
შიდა უსაფრთხოების მდივანი განმარტავს, რომ პასუხისგებაში მისცემენ ყველა თავდამსხმელს და მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ტიკტოკსა და სხვა სოციალურ მედია პლატფორმებზე სამართალდამცველი ოფიცრების წინააღმდეგ მუქარის შემცველ ვიდეოებს ავრცელებენ.
„მემარცხენეთა ანტისაპოლიციო რიტორიკის გამო ჩვენი სამართალდამცავი ოფიცრების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები 1000%-ით არის გაზრდილი. უნდა შევაჩეროთ ეს რიტორიკა, რის საფუძველზეც კანონის აღმსრულებელი ოფიცრებისადმი ძალადობის ჩადენას ხელს აფარებენ. ვხედავთ ტიკტოკსა და სხვა აპლიკაციებზე როგორ ავრცელებენ მუქარას ჩვენი ოფიცრების წინააღმდეგ. ჩვენ თითოეულ მათგანს გავასამართლებთ“, - თქვა ნოემმა.