აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში ამერიკელ დიპლომატს დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დადასტურებას ემსახურება.