აშშ-ის საელჩო კიევში ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე

აშშ საელჩო

აშშ-ის საელჩო კიევში ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე.

„რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში გაზარდა სარაკეტო და დრონების გამოყენებით თავდასხმების ინტენსივობა და ამჟამად კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმების რისკი. აშშ-ის საელჩო კიევში მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სათანადო სიფრთხილე“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.