აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ომის სამართლიანი დასასრულისთვის გამოვიყენებთ - ზელენსკი

ზელენსკი

აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ომის სამართლიანი დასასრულისთვის გამოვიყენებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიღების გამო.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპიკერ მაიკ ჯონსონს და ყველა ამერიკელს, რომლებიც, როგორც ჩვენ უკრაინელები, ისევე გრძნობენ, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ ეს პაკეტი განიხილება აშშ-ის სენატში და სწრაფად გადაეგზავნება პრეზიდენტ ბაიდენს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის – ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი.