არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება იყო ისტორიული, გაბედული გადაწყვეტილება, რომელმაც შეამსუბუქა ხალხის ტანჯვა, ხელი შეუწყო მათ აღორძინებას და საფუძველი ჩაუყარა სტაბილურობას რეგიონში, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა.
აჰმედ ალ-შარაამ მოუწოდა მთელი მსოფლიოს ინვესტორებს, ისარგებლონ სირიის სხვადასხვა სექტორში არსებული შესაძლებლობებით.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ სირია მოწოდებულია გააუმჯობესოს საინვესტიციო კლიმატი, შეიმუშაოს ეკონომიკური კანონმდებლობა და უზრუნველყოს საჭირო საშუალებები ეროვნული და უცხოური კაპიტალის შემოდინებისთვის, რეკონსტრუქციისა და ყოვლისმომცველი განვითარების პროცესში ეფექტური წვლილის შესატანად. ჩვენ მივესალმებით ყველა ინვესტორს სამშობლოდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასევე ჩვენი არაბი და თურქი ძმებიდან და მეგობრებიდან, მთელი მსოფლიოდან და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, გამოიყენონ სხვადასხვა სექტორში არსებული შესაძლებლობები“, – განაცხადა ალ-შარაამ.