აშშ-ის მიერ ირანის კუნძულზე მიტანილი იერიშის შემდეგ ნავთობის ფასები 2%-ზე მეტით გაიზარდა

ნავთობის ფასები

აშშ-ის მიერ ირანის კუნძულზე მიტანილი იერიშის შემდეგ ნავთობის ფასები 2%-ზე მეტით გაიზარდა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 2,51 დოლარით, ანუ 2,85%-ით გაიზარდა და ბარელზე 90,61 დოლარი შეადგინა, WTI-ს ფასმა კი 2,13 დოლარით, ანუ 2,55%-ით აიწია და ბარელზე 85,53 დოლარი გახდა.

ცნობისთვის, აშშ-ის ძალებმა 30 აგვისტოს ჰორმუზის სრუტეში, ირანის კუნძულ ლარაკზე ორი სარაკეტო გამშვები დანადგარი დაბომბეს.

საპასუხოდ, ირანმა იორდანიაში მდებარე აშშ-ის ორ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა.