აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან 11 იემენელი პატიმარი გაათავისუფლა

გუანტანამოს ციხე

აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან 11 პატიმარი გაათავისუფლა. საუბარია იემენელ პატიმრებზე.

როგორც პენტაგონში აცხადებენ, მათ იემენის მეზობელ ომანს გადასცემენ.

11 იემენელი თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო დაპატიმრებული მათთვის ბრალის წარდგენის გარეშე. ამჟამად გუანტანამოს ციხეში 15 პატიმარი რჩება, მათ შორის 11 სექტემბრის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი, ხალიდ შეიხ მუჰამედი.