აშშ-ის ხაზინის მდივანი: გამოიცანით, ვინ ყიდულობდა ინდოეთში რუსული ნავთობისგან დამზადებულ გადამუშავებულ პროდუქციას? ევროპელები. - ეს სისულელეა

სკოტ ბესენტი

აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, წლების მანძილზე ევროპელები რუსულ ნავთობს ყიდულობდნენ და ამით რუსულ სამხედრო მანქანას აფინანსებდნენ.

„გამოიცანით, ვინ ყიდულობდა ინდოეთში რუსული ნავთობისგან დამზადებულ გადამუშავებულ პროდუქციას? ევროპელები. ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართულ ომს აფინანსებენ. ისინი რუსულ სამხედრო მანქანას აფინანსებენ. როგორც აღვნიშნე, ეს სისულელეა“, - თქვა ბესენტმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუს დროს.