შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც „საწვავის სუნი ასდიოდა“ და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას კაპიტოლიუმის პოლიცია ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიცია განმარტავს, რომ მამაკაცი უსაფრთხოების მიზნით შემოწმების დროს გააჩერეს.
დაკავებისას მამაკაცმა პოლიციელებს განუცხადა, რომ მას კონგრესში მისვლა სურდა.
აშშ-ის კაპიტოლიუმის ცენტრი დღის განმავლობაში ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება.