აშშ-ის პროკურატურამ ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს ბრალი წარუდგინა

პემ ბონდი

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ვენესუელის ლიდერს ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს სილია ფლორესს ბრალად ედებათ შეთქმულება აშშ-ის წინააღმდეგ ნარკოტერორიზმის, კოკაინის შემოტანის მიზნით, ტყვიამფრქვევებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვა, აგრეთვე შეთქმულება ტყვიამფრქვევების და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის მიზნით.

“ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს სილია ფლორესს ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში წაუყენეს. ნიკოლას მადუროს ბრალად ედება შეთქმულება აშშ-ის წინააღმდეგ ნარკოტერორიზმის, კოკაინის შემოტანის მიზნით, ტყვიამფრქვევებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვა, აგრეთვე შეთქმულება ტყვიამფრქვევების და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის მიზნით . მალე ისინი ამერიკის მიწაზე მკაცრი ამერიკული მართლმსაჯულების პირობებში ამერიკის სასამართლოს წინაშე წარდგებიან“, - დაწერა ბონდიმ.

ამერიკის გენერალურმა პროკურორმა იუსტიციის სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ჯარისკაცებს, რომლებმაც მადუროს დაკავებისა და გატაცების ოპერაცია ჩაატარეს.

ცნობისთვის, დღეს დილით კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.