რატომ არ უნდა იჯდეს ადამიანი უნიტაზზე 10 წუთზე მეტ ხანს - ლევან რატიანის გაფრთხილება
1794865873
აშშ-ის დაზვერვის ახალი მონაცემების თანახმად, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში თავდასხმის შესაძლო გეგმებს ამუშავებს, – ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.
„სიენენის” ინფორმაციით, რომელიც შვიდ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ვრცელდება, განიხილება ე.წ. „ბინძური ბომბის“ ან ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.
წყაროების შეფასებით, ამ ეტაპზე ირანის გეგმები უფრო შესაძლო მოქმედების ვარიანტების მომზადებას ემსახურება და არ მიუთითებს მოსალოდნელ, გარდაუვალ თავდასხმაზე. თუმცა, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კონკრეტულ სამიზნეებსა და ადგილებსაც მოიცავს, რამაც ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან უსაფრთხოების დამატებითი ზომების დაგეგმვა გამოიწვია.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ლორენ ბისის განცხადებით, აშშ ყველა შესაძლო საფრთხეს აკვირდება, თუმცა ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სარწმუნო საფრთხე არ არსებობს.
ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ დაზვერვის მონაცემები ირანის მხრიდან დაპირისპირების ესკალაციის მზაობაზე მიუთითებს. წყაროების თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, აქვს თუ არა ირანს თავდასხმის განსახორციელებლად საჭირო რესურსები და ადგილზე მოქმედი პირები.
„სიენენის” წყაროების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა საფრთხის საპასუხო ზომების განსახილველად რამდენიმე შეხვედრა გამართეს.
აშშ-ის დაზვერვას ასევე აქვს ინფორმაცია საუბრების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თეირანს ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო მასალები ჰქონდეს განთავსებული. თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნები ამ ცნობების სანდოობაზე განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ.
როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, „ბინძური ბომბი“ ბირთვული იარაღისგან განსხვავდება. ის ჩვეულებრივი ასაფეთქებელი მოწყობილობაა, რომელიც რადიოაქტიურ მასალას ავრცელებს. ასეთი იარაღის აფეთქების შედეგად რადიაცია შესაძლოა, რამდენიმე კვარტლის ან უფრო დიდი ტერიტორიის მასშტაბით გავრცელდეს.
გაერო-ში ირანის მისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თეირანი ქიმიური იარაღის გამოყენებას ნებისმიერ ვითარებაში უკანონოდ მიიჩნევს და კატეგორიულად უარყოფს ამ საკითხთან დაკავშირებულ ბრალდებებს.
„სიენენის” ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე აკვირდებიან დაზვერვის სხვა მონაცემებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე მიუთითებს. რამდენიმე მაღალჩინოსნის შეფასებით, ამერიკელ სამხედროებს ასეთი თავდასხმისგან თავის დასაცავად საკმარისი აღჭურვილობა და მომზადება არ აქვთ. ამ საფრთხის გათვალისწინებით, რეგიონში დიპლომატიური და სადაზვერვო პერსონალის დაცვის მიზნით დამატებითი ზომების დაგეგმვაც მიმდინარეობს.