31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1748632331
აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში მომავალ კვირაში განახლდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი და უკრაინა მომავალ კვირას სტამბოლში პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ. გვჯერა, რომ ეს შეხვედრა გაიმართება. პრეზიდენტი ტრამპი მოითხოვდა, რომ ეს ორი მხარე შეკრებილიყო და პირდაპირი მოლაპარაკებები გაემართა“, – აღნიშნა ლივიტმა.
თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, როგორც იცის, აშშ არ გააგზავნის დელეგაციას თურქეთში აღნიშნულ მოლაპარაკებებზე.
„ჩვენ შეგატყობინებთ, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს თავისი წარმომადგენლის გაგზავნას“,- ამბობს ქეროლაინ ლივიტი.
როგორც ლივიტმა განმარტა, ტრამპი ამ კონფლიქტის დაწყებიდანვე აცხადებდა, რომ სურდა მოგვარება „მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ბრძოლის ველზე“,
„ის არაერთხელ ესაუბრა ამის შესახებ ორივე ქვეყნის ლიდერებს როგორც საჯაროდ, ასევე პირადად. ვიმედოვნებ, მომავალ კვირაში საქმე წინ წავა“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.