„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
აშშ-ის 51 გენერალური პროკურორი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მხარეებს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
„ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა კანონის უზენაესობის უმაღლესი დადასტურებაა, ტრადიცია, რომელიც დგას ჩვენი ერის სტაბილურობის სათავეში. როგორც გენერალური პროკურორები, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავიცვათ დემოკრატიული პრინციპები, რომლებსაც ვემსახურებით. ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიულ პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ირჩევენ.