თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
1790601209
გერმანიაში, ქალაქ კიოლნში მცხოვრებმა ქალმა ტყუპი 97 დღის შუალედით გააჩინა.
Thе Times -ის ცნობით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფეხმძიმობის 26-ე კვირას გაუარესდა. ექიმებმა ტყუპისცალი ლილიანა დედის სხეულიდან საკეისრო კვეთის შედეგად ამოიყვანეს და 900 გრამს იწონიდა. მეორე ბავშვი ლეონი კი დათქმულ ვადებში დაიბადა და 3,7 კილოგრამს იწონიდა.
კლინიკის მონაცემებით, ტყუპები მსოფლიო რეკორდსმენები არიან: „ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ აქამდე მხოლოდ 2012 წელს ტყუპები ირლანდიაში 87 დღის შუალედით დაიბადნენ“- აცხადებს კიოლნის სამედიცინო კლინიკის ექიმი შელენბერგერი.