აშშ ირანის მოქალაქეებს ჰორმუზის სრუტის მიმდებარე პორტებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს

ჰორმუზის სრუტე

აშშ ირანის მოქალაქეებს ჰორმუზის სრუტის მიმდებარე პორტებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ირანში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებს, „დაუყოვნებლივ აარიდონ თავი“ ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ არსებულ ყველა პორტს, სადაც ირანის საზღვაო ძალები მოქმედებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის რეჟიმი სამოქალაქო პორტებს „სამხედრო ოპერაციებისთვის იყენებს“, რაც საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლას საფრთხეს უქმნის.

„ეს სახიფათო ქმედება საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებული სამოქალაქო პორტები კარგავენ დაცულ სტატუსს და ხდებიან „საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“.