ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
აშშ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებს ხუთი დღით აჩერებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გაიმართა ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები, რომლებიც მიმართულია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის სრული და საბოლოო მოგვარებისკენ. ამ ღრმა, დეტალურ და კონსტრუქციული დიალოგის ტონისა და შინაარსის საფუძველზე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მე დავავალე ომის დეპარტამენტს, რომ ხუთი დღის ვადით გადადოს ნებისმიერი სამხედრო იერიში ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებაზე“, – აღნიშნავს ტრამპი.